სკოლის მისია:

library1.JPG

მოსწავლეებს საფუძვლიანად შეასწავლოს სტანდარტით გათვალისწინებული ყველა საგანი.
მოამზადოს მოსწავლეები ეროვნული გამოცდებისათვის.
გააძლიეროს ებრაული ტრადიციებისა და ივრითის შესწავლა.
სკოლა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას, სამართლიანი და თბილი ურთიერთდამოკიდებულებების ჩამოყალიბებას.
თანაბარი ყურადღება ეთმობა სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყველა საგნის სწავლებას.
სკოლის ღირსებას წარმოადგენენ მაღალკვალიფიციური,ჩვენი სკოლის სპეციფიკის მცოდნე პედაგოგები.

სკოლის მისია:

technology.JPG

მოსწავლეთა მიერ მიღებული ცოდნის შეფასებისათვის დანერგილია მიმდინარე და შემაჯამებელი ქულების კონტროლის კომპიუტერული პროგრამა. ასევე დანერგილია თითქმის ყველა საგანში მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობა საქალაქო და საერთაშორისო ოლიმპიადებსა და კონკურსებში.
სკოლას აქვს ბიბლიოთეკა და კომპიუტერული კაბინეტი ინფორმატიკის სწავლებისათვის.
მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნვესაყოფად არსებობს დაცვის სამსახური, რომლის მეშვეობითაც სკოლაში კატეგორიულად გამორიცხულია უცხო პირის შესვლა და სკოლის ტერიტორიიდან მოსწავლეთა თვითნებური გასვლა.
სკოლას აქვს კავშირი სხვა ქვეყნის სკოლებთან, გამოცდილების ურთიერთგაზიარებისა და მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამების ასამოქმედებლად.

შეფასების სისტემა

2.jpgშეფასების სისტემა ათქულიანია. “10”- უმაღლესი ნიშანია, “1” – კი ყველაზე დაბალი.
I – IV კლასებში შეფასება ნიშნებით არ ხდება. ამ კლასებში წლის ბოლოს კლასის დამრიგებელმა თითოეულ მოსწავლეს უნდა დაუწეროს მოკლე შემაჯამებელი კომენტარი ტექსტის სახით, სადაც დაახასიათებს მოსწავლის წარმატებებს და მისცემს რჩევებს საკუთარი შესაძლებლობის უკეთ გამოსავლენად.
V – XII კლასებში მოსწავლის შეფასება ხდება ათქულიანი სისტემით.
ესთეტიკურ და ფიზიკურ აღზრდაში მოსწავლე ფასდება სისტემით “ჩაეთვალა”, “არ ჩაეთვალა”.
ოფიციალური სტატუსი აქვს შემდეგ ნიშნებს.
საგნის ტრიმესტრული ნიშანი – საგნის პედაგოგისა და დირექტორის მიერ ჩატარებული საკონტროლოებისა და ტესტირების შეფასებების საშუალო არითმეტიკულსპ (50%) პლიუს საშინაო დავალებებისა და პრეზენტაციების შეფასებების საშუალო არითმეტიკული (25%) პლიუს ტრიმესტრში გაკვეთილებზე ჩართულობისა და აქტიურობის შეფასების საშუალო არითმეტიკული (25%).
საგნის წლიური ნიშანი – ტრიმესტრული ნიშნების საშუალო არითმეტიკული.
საერთო წლიური ნიშანი – ვიღებთ ყველა საგნის სამივე ტრიმესტრისა და წლის საბოლოო ნიშანს, ვაჯამებთ და ვყოფთ ნიშნების საერთო რაოდენობაზე.
საფეხურის საერთო ნიშანი – ვაჯამებთ საერთო წლიურ ნიშნებს და ვყოფთ წლების რაოდენობაზე.